თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს სააღდგომოდ, ტრადიციულად, მათზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. 

სააღდგომო შეთავაზებების კვირეული 12 აპრილს დაიწყება და ყველა კატეგორიას   გააერთიანებს: 

17 აპრილის ჩათვლით, Agrohub-ის ნებისმიერ ფილიალში, თიბისი კონცეპტის Visa ბარათით 500 ლარის დახარჯვის შემთხვევაში, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებთ. 

12-13 და 19-20 აპრილს კი, სააღდგომო შეთავაზებებით სარგებლობა Gastronome-ის ნებისმიერ ფილიალში შეგეძლებათ, სადაც თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდისას, თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ. 

12-13 აპრილს, თანხის დაბრუნების შესაძლებლობა SUPER-ის მაღაზიებშიც გექნებათ, სადაც ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით გადახდისას,  თანხის 50%-ს, ჯამში მაქსიმუმ 300 ლარს დაიბრუნებთ. 

მხოლოდ 12 აპრილს, ეწვიეთ ELITE-ის მაღაზიებს თბილისსა და ბათუმში, გადაიხადეთ თიბისი კონცეპტის ნებისმიერი სადებეტო ბარათით და დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 500 ლარი. 

ასევე, მხოლოდ 12 აპრილს, კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას,  Galleria Tbilisi-ს  45-მდე შერჩეულ ობიექტში, 30%-იანი ულიმიტო ქეშბექ აქციით ისარგებლებთ. 

15-16 აპრილს,  თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათით გადახდილი თანხის 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს, შემდეგ ობიექტებში დაიბრუნებთ: Blu Tabla, White Studio, Villeroy & Bock, Coincasa და 8 000 მოსავალი.

 17-18 აპრილს, თუ საკონდიტრო ობიექტებს - ლილისი, ლაიმი და გურმე ეწვევით,   თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას, 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 50 ლარს დაიბრუნებთ.