„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამთა მეგრელიშვილის  განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთ მთავარი მიზანი პოლიტიკაში ეროვნული ქცევის მოდელის დამკვიდრებაა.

„სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაში მოკავშირის ძიებისა და სხვისი აზრის უპირობოდ მიღების ჩვევა განაპირობა, თუმცა მოკავშირეობაშიც არსებობს წესი: მან არ უნდა წაგართვას ის, რის დასაცავადაც მოგყავს! „ხალხის ძალა“ პოლიტიკაში ეროვნული ქცევის მოდელს აყალიბებს - დროა, დავძლიოთ სერვილიზმი, მონური ფსიქოლოგია და თავი დავაღწიოთ სხვაზე დამოკიდებულებით აზროვნებას, ვისაუბროთ ქვეყნის ინტერესებზე, როგორც პირველადზე! ეს პროცესი დაწყებულია, შეუქცევადია და საბოლოოდ, ეროვნული ენერგიის მობილიზებას გამოიწვევს“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა „პოსTV-ის“ ეთერში.