საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქე რარისთან.

მინისტრის მოადგილემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მოულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გამყარებაზეგანსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში

თამარ იოსელიანმა ელჩს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე მიაწოდა ინფორმაციამათშორის იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისრკინიგზის მოდერნიზაციისდასავლეთ - აღმოსავლეთის მაგისტრალისბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტებიმხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კუთხით.