„საქართველო მზად არის, ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა ქვეყანასთან ერთად გააგრძელოს მუშაობა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად“ - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ჩინეთში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტრთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
თამარ იოსელიანმა გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთთან და შუა დერეფანში ჩართულ ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.
„ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებმა და საერთაშორისო თანამშრომლობამ უნდა უზრუნველყოს უფრო სწრაფი, ეფექტიანი და საიმედო სატრანსპორტო კავშირები და შექმნას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები მთელი რეგიონისთვის“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.