"ჩვენს სატრანსპორტო ქსელს ემატება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი. ეს არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტი, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და, შესაბამისად, გვაძლევს დამატებით სიმძლავრეებს იმისთვის, რომ მოვემსახუროთ რეგიონში არსებულ ტვირთებს“, -  განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. თამარ იოსელიანმა აღნიშნული შეფასება  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ოფიციალურ ამოქმედებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის საზეიმო ღონისძიებაც დღეს არის დაგეგმილი.  მინისტრის მოადგილის განცხადებით,  მნიშვნელოვანი და სიმბოლური დღეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, რომელსაც ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ემატება.

ეს სატრანსპორტო ხაზი 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში მუშაობს და გადაზიდვების დინამიკა მზარდიადარწმუნებულები ვართრომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ამ სარკინიგზო მაგისტრალის სრულად დატვირთვას.  ძალიან მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა იმისთვისრომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მომხდარიყოწლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური ინიციატივა განხორციელდაგანსაკუთრებით გამოვყოფდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეულ სამუშაოებსაღსანიშნავიარომ მიმდინარე წლის მაისშიპრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს პროტოკოლსრომლის საფუძველზეც  ახალი სარკინიგზო ხაზი შედის სრულ ექსპლუატაციაში" - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებითსაპროექტო მაჩვენებელი დაახლოებით 5 მილიონ ტონას შეადგენსმისივე თქმითერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება დამატებითი ტვირთების მოზიდვა აღნიშნული სატრანსპორტო ხაზის სრულად დასატვირთად.