Voyager by SOLO-ს ფარგლებში მოგზაურობის მოყვარულებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, თვალი ადევნონ SOLO-ს ყველაზე დაუვიწყარი და ეგზოტიკური თავგადასავლების სერიას.

ამისათვის კი ისინი საქართველოს ბანკის Youtube არხს  უნდა ეწვიონ. 

Voyager by SOLO-ს ახალი გამოცემა სამხრეთ აფრიკას მიეძღვნა. აღნიშნული გამოცემის ეგიდით ტური კენიაში მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა 20-მა მოგზაურმა მიიღო. საფარის ექსპედიციაში მათ 12 დღე გაატარეს. 

სამოგზაურო სერიების პირველი ეპიზოდი სწორედ ამ ექსპედიციის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს გაგაცნობთ - ველური ბუნება, ლანდშაფტები, ტროპიკული სანაპიროები და ადგილობრივი, მრავალფეროვანი კულტურა - ეს მოგზაურობის მხოლოდ ნაწილია. ეპიზოდების სანახავად შეგიძლიათ ეწვიეთ ბმულს.

ინფორმაციისთვის: SOLO მომხმარბელების ინტერესების შესწავლის შედეგად 2015 წელს SOLO Voyager-ის პირველი ნომერი გამოვიდა. ჯამში,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაზე, მათ შორის საქართველოზეც, უკვე 35 ნომერი გამოიცა. SOLO-ს სამოგზაურო სერიები კი მოგზაურობის მოყვარულებს ჟურნალთან ერთად  დაუვიწყარი და ეგზოტიკური თავგადასავლების უკვე Youtube სერიებსაცსთავაზობს. 

არ გამოგრჩეთ SOLO-ს სამოგზაურო სერიების ახალი ეპიზოდები. გამოიწერეთ საქართველოს ბანკის Youtube არხი.