სოკარმა საქართველოს მაშტაბით, ყველა ავტოგასამართ სადგურზე საწვავის ფასი შეამცირა.

ორივე ტიპის „ევრო 5 დიზელს“ კომპანიაში 15 თეთრით იაფად, ხოლო „ნანო პრემიუმსა“ და „ნანო ევრო 5 რეგულარს“ 13 თეთრით იაფად შეძლებთ.  კომპანიაში აცხადებენ, რომ ფასების კლება გამოწვეულია საერთაშორისო პლაცზე საწვავის ფასის შემცირებით.

განახლებული ფასები SOCAR-ის საწვავის პროდუქტებზე შემდეგნაირად გამოიყურება:

ნანო პრემიუმი: 3.16 ₾

ნანო ევრო 5 რეგულარი : 2.97 ₾

ნანო ევრო 5 დიზელი: 3.15 ₾

ევრო 5 დიზელი: 3.06 ₾

ფასების შემცირების გარდა,  სოკარი „ენერჯი ბარათის“ მფლობელებს სთავაზობს დამატებით ფასდაკლებებს -  1 ლიტრ შეძენილ ბენზინსა და დიზელზე:

10+3  (10 თეთრი ფასდაკლება, 3 თეთრი დაგროვება) სარგებელი ყოველდღე.

15+3 (15 თეთრი ფასდაკლება, 3 თეთრი დაგროვება) სარგებელი პარასკევს და შაბათს.

„ენერჯი ბარათის“ აღება შესაძლებელია სოკარის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე, უფასოდ.

შეგახსენებთ, რომ სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობპროდუქტების დისტრიბუტორია და მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ავტოგასამართ სადგურებს, მომსახურების მაღალ სტანდარტს და უმაღლესი ხარისხის ევროპულ ევრო 5 ტიპის „ნანო“ დანამატიან საწვავს.