საქართველოს თასის გათამაშების ეტაპს  მესტიის შემდეგ ბაკურიანი  მასპინძლობდა. 1 და 2 თებერვალს დიდველის ფერდობზე, ახალ ,,სკი კროსის“ ტრასაზე, სლალომსა და გიგანტურ სლალომში  ერთმანეთს ახალგაზრდა სპორტსმენები შეეჯიბრნენ. თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარისა და ,,სკი ჰაუსის“ გუნდის წევრებმა სამ ასაკობრივ ჯგუფად (2008-2012წწ) იასპარეზეს.

სამთო კურორტებზე საქართველოს თასის ეტაპების ჩატარებას ხელს უწყობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანადგომა, კომპანია სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერა და  ორი მაღალპროფესიონალური გუნდის: საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და M.T.A.(„ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზება.

ამ ეტაპებზე მიღებული მაღალრეიტინგული ქულებით მოთხილამურეები მონაწილეობას მიიღებენ 2025 წლის საქართველოს ჩემპიონატში. 

საქართველოს თასის შემდეგი ტურნირის მასპინძელი  აჭარა იქნება. გოდერძის კურორტზე მესამე ეტაპი 22-23 თებერვალს გაიმართება.