დღეიდან, სილქნეტის ქსელში ჩართულ მომხმარებელს, მობილურ სერვისზე კრედიტით სარგებლობისთვის შეეძლება აირჩიოს განახლებული პირობები და შეივსოს ბალანსი 3, 5 ან 10 ლარით.
სერვისი ხელმისაწვდომია მხოლოდ წინასწარი გადახდის სისტემის აბონენტებისთვის.
კრედიტის აქტივაცია მარტივია: კოდით *115# ან აპლიკაციით MySilknet მომხმარებელი ჩაირთავს სასურველ ერთ ან მეტ პირობას.
კრედიტი ავტომატურად იფარება ბალანსის შევსებისას:
• 3 ლარი – დასაფარი თანხა 3.60₾
• 5 ლარი – დასაფარი თანხა 6₾
• 10 ლარი – დასაფარი თანხა 12₾
აბონენტი შეძლებს ერთდროულად მაქსიმუმ 3 კრედიტის აღებას, 2-წუთიანი შუალედით.
გაიგე მეტი და ისარგებლე სილქნეტის შეთავაზებით უწყვეტი კავშირისთვის!