ზამთრის საშეჯიბრო სეზონი მესტიის ეტაპით გაიხსნა.  16-17 იანვარს, ზურულდის ტრასაზე გოგონათა და ვაჟთა შეჯიბრი გაიმართა. გიგანტური სლალომის პრიზიორები გახდნენ  თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის ახალგაზრდა მოთხილამურეები, 2009-2013 წწ ასაკობრივ კატეგორიაში.

უკვე მესამე წელია, რაც  საქართველოს თასების მასპინძლები ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან. ამ მხარდაჭერით მნიშვნელოვან ტრადიციას ეყრება საფუძველი, რაც  მთის სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებას უწყობს ხელს.

2026 წლის სეზონზე  საქართველოს თასის ეტაპები, ზამთრის სხვადასხვა კურორტზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის და M.T.A („ემ თი ეი“) -ს თანაორგანიზებით  და სილქნეტის ტრადიციული მხარდაჭერით ჩატარდება.

ასპარეზობებს საქართველოს ჩემპიონატი დაასრულებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ის სპორტსმენები, რომლებიც საქართველოს რეგიონულ ეტაპებზე  შესაბამის ქულებს დააგროვებენ. ჩემპიონატი სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდება. კომპანია მეორე ათეული წელია სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უწყვეტად უჭერს მხარს სათხილამურო სპორტის განვითარებას საქართველოში.

შემდეგ ეტაპს გოდერძის (ჭანჭახი) სამთო კურორტი 7-8 თებერვალს უმასპინძლებს.