თბილისის წიგნის 25-ე საერთაშორისო ფესტივალს ტრადიციულად კომპანია სილქნეტი უერთდება, პროექტით „მსახიობები ლიტერატურისთვის“.

„ექსპო ჯორჯიას“ მე-6 პავილიონში, საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე, ერთმანეთს შეცვლიან სხვადასხვა თაობის, ყველასთვის ცნობილი მსახიობები.  ხელოვანების მიერ წაკითხული და საინტერესოდ გადმოცემული ესა თუ ის ნაწარმოები,  ფესტივალის სტუმრებს  საშუალებას აძლევს ახლოს გაეცნონ ავტორებს და ადგილზე შეიძინონ წარმოდგენილი ლიტერატურა.  პროექტში მონაწილეობას მოზარდებიც იღებენ.

ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით,  პროექტის გარშემო, ოცდაათამდე ხელოვანი და მოზარდების დიდი ჯგუფი,  მსახიობმა ნინო კასრაძემ გააერთიანა.

„ეს არის ჩვენი პატარა წვლილი წიგნის პოპულარიზაციისთვის. ამ საქმეში გვეხმარება კომპანია სილქნეტი. ეს არის თავისუფალი სივრცე მსახიობებისთვის. წიგნი თითქოს არის საბაბი, იმისთვის რომ ხელოვანებმა საკუთარი თავი, როგორც მოქალაქეებმა გამოხატონ. ყოველ წელს შემადგენლობა სხვადასხვანაირია. თუმცა, ყველა მათგანი ამ პროექტის ნაწილია და ასე დარჩება. მნიშვნელოვანია, რომ მსახიობებთან ერთად, სულ უფრო მეტი მოზარდი ერთვება პროექტში და სხვადასხვა ლიტერატურული კლუბის წევრები გვიერთდებიან სცენაზე.“ - განაცხადა მსახიობმა ნინო კასრაძემ.

ფესტივალზე, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით,

11:00 საათიდან  დღის ბოლომდე, მცირე შესვენებით, მსახიობებს და მოზარდებს სცენა მონაცვლეობით დაეთმობათ. თითოეული სპიკერი ქართველ და უცხოელ ავტორებს, ახალ გამოცემებს გააცნობს ფესტივალის სტუმრებს.

სილქნეტი, ტრადიციულად განათავსებს  თითოეული დღის ჩანაწერს  SilkTV-ის ვიდეოთეკაში. მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ლიტერატურის კატეგორიაში, მოძებნოს სასურველი ვიდეო, ნახოს გასული წლის ჩანაწერებიც პროექტიდან „მსახიობები ლიტერატურისთვის“.

27 მაისს, საფესტივალო სცენას შეუერთდებიან მსახიობები კახა კინწურაშვილი და ნატა მურვანიძე, რომლებიც წარადგენენ შემეცნებით ჟურნალს National Geographic საქართველოს.  ჟურნალი უკვე 10 წელია, კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით გამოიცემა და შესაძლებლობას აძლევს მკითხველს გაეცნოს ქართულ ენაზე  მსოფლიოში მიმდინარე არქეოლოგიური, სამეცნიერო თუ სოციალური  თემატიკის სიახლეებს, თვალი ადევნოს სამყაროში არსებულ ყველა აქტუალურ მოვლენას.

National Geographic საქართველოსა და კომპანია სილქნეტის თანამშრომლობით, სულ ახლახანს შეიქმნა კიდევ ერთი პროექტი „აუდიო ვერსიები“, რომელიც ქართველი ავტორების მასალებს  აუდიო ფორმატით თავაზობს მსმენელს. სასურველი მოწყობილობით - აპლიკაცია SilkGo-ს პლატფორმაზე, ვებზე silktv.ge  ან SilkTV-ის სერვისით, დაინტერესებული მომხმარებელი მოუსმენს ჩანაწერებს, რომელიც სხვადასხვა დროს ჟურნალისთვის სტატიებად შეიქნა. ამ პროექტშიც სილქნეტმა ცნობილი მსახიობები ჩართო.

კომპანია სილქნეტი  „ექსპო ჯორჯიას“ მე-6 პავილიონში, 25 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით  - მსახიობებთან შესახვედრად გელით. დასწრება თავისუფალია. 

გაეცანით „მსახიობები ლიტერატურისთვის“ პროგრამას დეტალურად.