სილქნეტის მიერ დაფუძნებულმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ მაისის განმავლობაში 12 დაჭრილ სამხედრო პირს და ვეტერანს გაუწია დახმარება. ფონდმა დააფინანსა მათი ოპერაციები - საქართველოსა და უცხოეთში, და ასევე უზრუნველყო ბენეფიციარები მედიკამენტებით, გამოყო თანხები დაჭრილ მებრძოლთა არასრუწლოვანი შვილების და მეუღლეების სამედიცინო მომსახურებაზე,  დაფინანსდა უცხო ენის შემსწავლელი კურსები და სხვადასხვა პროფესიული  სასწავლო პროგრამები.

სილქნეტმა ფონდი  2018 წელს დააფუძნა და ყოველწლიურად 300 000 ლარის დონაციით მონაწილეობს ქველმოქმედებაში. ფონდი მხარში უდგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე, სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს საომარი მოქმედებების დროს. ამასთან, ფონდი აფინანსებს ბენეფიციართა მეუღლეების სამედიცინო საჭიროებებს, სხვადასხვა სასწავლო და პროფესიული გადამზადების კურსს, რათა დაჭრილ მებრძოლთა მეუღლეებს შესთავაზოს  დასაქმების, ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობები. 

2025 წლის დასაწყისიდან დღემდე „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდიდან“ გამოიყო თანხა:

პარა-მშვილდოსნობის ინვენტარის შესაძენად - 36 432 ლარი

 ბენეფიციართა საზღვარგარეთ  სამკურნალოდ -  42 611 ლარი

ბენეფიციარების მედიკამენტებით და სხვა სახის დახმარების უზრუნველსაყოფად - 14 266 ლარი

4 პირს გაეწია სამედიცინო მომსახურება - 8 150 ლარი

ჩატარდა 3 ოპერაცია  - 18 447 ლარი

დაფინანსდა 5 პირისთვის პროფესიული გადამზადების კურსი  -  4 943 ლარი

არასრულწლოვან შვილთა განათლებას და სამედიცინო მომსახურებას მოხმარდა  - 39 213 ლარი

გაეწიათ დახმარება სამხედრო პირთა მეუღლეებს - 17 375 ლარი

სილქნეტისა და სხვა შემომწირველთა ერთობლივმა დონაციამ 2025 წელს 688 000 ლარი შეადგინა. დონორებს შორის არიან სხვადასხვა კომპანიები და კერძო პირები. იანვრიდან დღემდე 48 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, რაზეც ფონდიდან გამოიყო 181 000 ლარამდე.  წლის განმავლობაში ფონდი გააგრძელებს ბენეფიციართა და მათი ოჯახების მხარდაჭერას ჯანმრთელობის, განათლებისა და ადაპტაციის კუთხით.

ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს ქველმოქმედებაში და გვერდში დაუდგეს დაჭრილ სამხედროებს, ვეტერანებს და მათ ოჯახებს: გადარიცხოს ნებისმიერი თანხა ფონდის ანგარიშზე ან განახორციელოს ზარი ფონდის საქველმოქმედო ნომერზე - 0 901 777 771. ზარის ღირებულება 1 ლარია. 

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!