მოკლედ---სააღსრულებლო ბიურომ დამიყადაღა ჩემი გაჭირვებული საბანკო ბარათი იმის გამო,რომ რამდენიმე წლის წინ ვამხილე დედოფლისწაროელი, ადგილობრივი მილიონერ---ფეოდალი ვინმე ბენიაიძე,არჩევნების გაყალბებაში, მოსახლეობის დატერორებაში,მიწის სავარგულების მიტაცებაში, რაც მთავარია რუსეთის აგენტ--რეზიდენტობაში, რადგან თუნდაც თამაზაშვილ---ღარიბაშვილის ჯგუფში ყოფნა, სწორედ ამის პირდაპირი მტკიცებულებაა. - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"შედეგად ამ უღირსმა არსებამ, ღირსების დასაცავად, მიჩივლა ივანიშვილის კანტორაში რომელსაც სასამართლო ჰქვია ბედის დაცინვით. მოკლედ არა მარტო ცენტრალური,არამედ ადგილობრივი ფეოდალებია ციხეში გასაგზავნი, რათა ხალხმა მართლა ამოისუნთქოს და ეს აუცილებლად მოხდება, თანაც მალე.- წერს შალვა ნათელაშვილი.