სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში თერჯოლაში ინდივიდუალური მეწარმის რ. ქ. -ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ახალთერჯოლა) გოჭების სასაკლაო შეამოწმეს, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. ამავე დროს,  ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით და არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე. - ნათქვამია სესის გავრცელებულ ინფოორმაციაში.