სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ  საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 13 კვების ობიექტის სამზარეულოში.

სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს

 

სხვადასხვა სამართალდარღვევა გამოვლინდა 10 ობიექტში; 8 შემთხვევაში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ძირითადად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, მიკვლევადობის და ეტიკეტირების წესის  დარღვევა. ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. ინსპექტირების პროცესში სააგენტოს ინსპექტორებმა  ბიზნესოპერატორებს განუმარტეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01.

ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები. - ნათქვამია სააგანეტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.