საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა გივი სანიკიძემ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა და მათ სემეკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

ლექციის ფარგლებში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების მნიშვნელობის, განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის, დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესახებ. 

გივი სანიკიძემ დეტალურად ისაუბრა სატარიფო პოლიტიკის ძირითად პრინციპებზე, რეგულირების მექანიზმებსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.

საჯარო ლექციას ესწრებოდნენ სხვადასხვა სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.