სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას დღეს განაგრძობს.
კომისიის წევრები დღევანდელ სხდომაზე კვების პროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განიხილავენ.
დროებითმა საპარლამენტო კომისიამ გასულ კვირას პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინა. მათ იმ მთავარ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც მაღალ ფასებს იწვევს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დაასახელეს ე. წ ქეშბექი და ქსელურ მარკეტებში პროდუქციის დახლზე მოხვედრის გადასახადი.

