სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია საკუთარ დასკვნას დღეს წარადგენს.
თავდაპირველად, დასკვნა პარლამენტის ბიუროს წარედგინება, შემდეგ კი დოკუმენტის განხილვა პლენარულ სხდომაზე მოხდება . დროებითი კომისიის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაში, პარლამენტი იღებს დადგენილებას შემუშავებული აქტის თაობაზე.
შეგახსენებთ: სასურსათო პროდუქციაზე, მედიკამენტებსა და საწვავზე არსებული ფასების შესწავლის მიზნით დროებითი კომისია პარლამენტში თებერვლის თვეში, 3-თვიანი უფლებამოსილების ვადით შეიქმნა და უკვე 11 სხდომა ჩაატარა.

