საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 3 107.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 331.9 მლნ. აშშ დოლარს (შემცირდა 1.9 პროცენტით).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარმაისში 4 224.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

