საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული მარკეტფლეისი Ozon ამოქმედდა, - იუწყება რუსული მედია.
ინტერნეტმაღაზიის ოფიციალურ საიტზე ნათქვამია, რომ შეკვეთების მიღება კლიენტებს საქართველოს როგორც მსხვილ ქალაქებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, რუსთავი) შეუძლიათ, ისე შედარებით მცირე დასახლებებშიც, მათ შორის - მაღალმთიანეთში (ხაშური, ბორჯომი, ამბროლაური, ონი, ოზურგეთი და სხვა). 14-დღიან ვადაში მოქმედებს ასევე მიწოდება სახლის კარამდე. შეკვეთის მაქსიმალური ღირებულება 90 ევროა, მაქსიმალური წონა - 29,5 კგ, მაქსიმალური გაბარიტები - 120 × 80 × 50 სმ.
საქართველო რიგით მეშვიდე ქვეყნად იქცა, სადაც რუსული სერვისი იმოქმედებს. Ozon უკვე მუშაობს თურქეთსა და ჩინეთში, 2021 წლიდან კი დაიწყო ბიზნესის განვითარება დსთ-ის წევრ და ყოფილ წევრ სახელმწიფოებში. მისი სერვისი უკვე წარმოდგენილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი.