სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, საქართველოში 15-29 წლის ასაკის 576.4 ათასი ახალგაზრდიდან 26.7% დაუსაქმებელია, 191.7 ათასი დასაქმებულიდან 48.7%-ს მხოლოდ სრული ზოგადი განათლება აქვს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სამუშაო ძალას 15-29 წლის ასაკის სულ 261.6 ათასი ახალგაზრდა წარმოადგენს, მათგან დასაქმებულია 191.7 ათასი ადამიანი (155.0 ათასი დაქირავებით დასაქმებული, 36.7 ათასი თვითდასაქმებული), 69.9 ათასი კი დაუსაქმებელია.

რაც შეეხება 15-29 წლის ასაკის მოსახლეობას შორის დასაქმების მაჩვენებლებს განათლების მიღწეული დონის მიხედვით, დასაქმებულთა 6%-ს მხოლოდ დაწყებითი ან საბაზო განათლება აქვს; 48.7%-ს სრული ზოგადი; 8.3%-ს პროფესიული; 37.0%-ს უმაღლესი 0.1% კი განათლების გარეშეა.

სტატისტიკის მიხედვით, 15-29 ასაკის დაუსაქმებელი ახალგაზრდებიდან 24.1%-ს უმაღლესი განათლება აქვს; 63.2% სრული ზოგადი განათლების მქონეა; 7.5%-ს დაწყებითი ან საბაზო განათლება აქვს; პროფესიული 5.1%-ს; განათლების გარეშე კი 0.1%-ია.