საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრები: ნელი უსტიმენკო, ირაკლი ხერგიანი, იასონ ვეზდენი, გიორგი ჯაფარიძე, ნიკოლოზ გოგოლაძე, გოგა გულედანი ავსტრიაში იმყოფებოდნენ. მათ საწვრთნელ შეკრებას ალექს ბენიაიძე და გალო ჯაფარიძე ხელმძღვანელობდნენ. გუნდი 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც ბაკურიანში გაიმართება. 

აქტიურად იყენებენ ზაფხული-შემოდგომის სეზონს ფრისტაილერები და სამთო მოთხილამურეები.  ნაკრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში FIS-ის (საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია) შეჯიბრებებში მიიღებს მონაწილეობას.

სულ უფრო მეტად დატვირთული ხდება ზამთრის სეზონი ქართველი სპორტსმენებისთვის. ბაკურიანში, 2023 მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ, რომლის წარმდგენი კომპანია სილქნეტი იყო, საქართველოსადმი ინტერესი გაიზარდა. იზრდება ზამთრის სახეობისადმი ახალი თაობის ჩართულობა, რასაც ყოველმხრივ ხელს უწყობს საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. ნაკრები შეივსო ახალგაზრდა სპორტსმენებით, შექმნილია იუნიორთა გუნდი.

მეორე ათეული წელია საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი  სილქნეტია. კომპანია მხარს უჭერს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტურნირს. ამ მხარდაჭერამ, ფედერაცია გააძლიერა და გაუხსნა გზა საერთაშორისო ასპარეზზე. 

დღეს საქართველო FIS-ის კალენდარში შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის და სხვა წამყვანი სათხილამურო ქვეყნების გვერდით იკავებს ადგილს.