ახალი პროფესიის დაუფლება, კარიერული მიმართულების შეცვლა თუ უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება - სწავლის დაწყება ნებისმიერ ასაკში არის შესაძლებელი. სწორედ ამ შესაძლებლობის შექმნის მიზნით, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
რა მიმართულებებს მოიცავს სასტიპენდიო პროგრამა?
სასტიპენდიო პროგრამა სხვადასხვა სფეროს აერთიანებს, მათ შორისაა:
• ტექნოლოგიები: მონაცემთა ინჟინერია, Data Analytics & BI Development (SQL & Power BI), Python, AI აგენტები და ავტომატიზაცია, კიბერუსაფრთხოება;
• დიზაინი: გრაფიკული და 3D დიზაინი, AI + გრაფიკული დიზაინი, არქიტექტურისდიზაინი;
• მარკეტინგი: კონტენტ მარკეტინგი, MarTech, UX/UI ქოფირაითინგი;
• ფინანსები და ბიზნესი: ფინანსური ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვა, ადამიანური რესურსების მართვა;
• კულინარია: მზარეულისა და კონდიტერის პროფესიები.
რომელ აკადემიებშია შესაძლებელი სწავლა?
საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების მიმართულებით 20-მდე პარტნიორაკადემიასა და სასწავლებელთან თანამშრომლობს. მათ შორისაა: აგრარულიუნივერსიტეტის კულინარიის აკადემია, Tbilisi School of Communication, Academy of Digital Industry, Smart Academy, IT Academy STEP, Headvice, BDO Academy, ScaleUp, სქილვილი, AgileSchool, Smart Fish Academy, Edutech Academy, Craft – კრაფტ მეწარმეობის აკადემია, ნეომაინდ აკადემია, Sky21, რე ედუქეითი, ელექტრონული აკადემია, დიზაინისინსტიტუტი და ღვინისა და გასტრონომიის აკადემია.
აკადემიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ვის შეუძლია სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა?
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც ახალი პროფესიის დაუფლება ან საკუთარი ცოდნისა და უნარების განვითარება სურს. სტიპენდიატები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან.
როგორ უნდა შეავსო განაცხადი?
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმაუნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე. განაცხადების პირველადი გადარჩევის შემდეგ, შერჩეული კანდიდატები შესაბამისი აკადემიისგან გასაუბრებაზე მიიღებენ მოწვევას. საჭიროების შემთხვევაში, შერჩევის პროცესი დამატებით ტესტირებას ან პროფესიული უნარების შემოწმებასაც ითვალისწინებს.
განაცხადების მიღება 24 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა დაგანაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.