5, 6 და 7 ივნისს, ბაზარი ორბელიანზე, (ვეკუას 3) ქალი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ღონისძიება საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით ხორციელდება.   

გამოფენა-გაყიდვა ქალი მეწარმეების მხარდაჭერასა და გაძლიერებას  ისახავს მიზნად. მასზე წარმოდგენილი იქნება საკვები პროდუქტები, ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები. 

გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან 20:00-მდე გაიმართება. ის ფიზიკური პირი, ვინც გამოფენაზე პროდუქციას საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით შეიძენს,  30%-იან ქეშბექს მიიღებს (მაქსიმუმ 50 ლარი). 

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის ტერმინალით ისარგებლოთ. ქეშბექი კი  ანგარიშზე მომენტალურად აისახება. 

შეთავაზება ვრცელდება შემდეგ ობიექტებში გადახდისას: 

• LILE

• Rcheuli

• Akhvlediani ceramics

• Lecobs

• Tilisma

• Lucy's Toys

• ლუსის სათამაშოები

• კომბლე

• MaNo - Leather accessories

• Strawberro

• თვითშემეცნებითი დღიურები

• myceramics

• მაკულინას ხელნაკეთი სათამაშოები

• BE

• RAMA 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში - პარასკევიდან კვირის ჩათვლით - სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ. 

შეთავაზების შესახებ დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს