საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში არჩილ გაჩეჩილაძე ახალგაზრდებს ბანკის საქმიანობის, განვითარების შესაძლებლობებისა და პროფესიული ზრდის შესახებ ესაუბრა.

საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას. რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.

„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში კი, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-მდე დეპარტამენტი ჩაერთო.

„საქართველოს ბანკის“ შესახებ:

საქართველოს ბანკი ქვეყნის წამყვანი ბანკია აქტივების (საბაზრო წილი 39.8%), სესხებისა (საბაზრო წილი 38.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 41.8%) მიხედვით. (2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის თანახმად). საქართველოს ბანკი კლიენტებს სთავაზობს საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესის, და კორპორატიული საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს. 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ბანკი ემსახურებოდა 2.3 მილიონამდეზე მეტ აქტიურ მომხმარებელს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://bankofgeorgia.ge/