თბილისის მუნიციპალიტეტის მერია "რიყის დოქების" დემონტაჟს გეგმავს. როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს."

"მე არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ეს სიმახინჯე (რიყის დოქები) არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს. ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება იმ ადგილზე, იყოს ჰარმონიულად შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან. საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მახინჯი დოქების ადგილას. რა აშენდება, ეგ დაზუსტდება მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პროექტი, რომელიც განხორციელდება, იყოს შერწყმული ძველი თბილისის გარემოსთან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 

 კითხვაზე, იმავეს უპირებენ თუ არა „მშვიდობის ხიდს“, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არა.