მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცენდენტოდ გაზრდის შესაძლებლობა, წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2 მლრდ 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა 5 808 000 დოლარი შეადგინა.
მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა სავალუტო რეზერვების უპრეცენდენტოდ გაზრდის შესაძლებლობა. წელს, ეროვნულმა ბანკმა შეიძინა 2 მლრდ 103 მლნ დოლარის სავალუტო რეზერვები, რაც ისტორიული რეკორდია. მთლიანობაში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 5 მლრდ 808 მლნ დოლარი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კიდევ ერთხელ მინდა ეროვნული ბანკს და მის პრეზიდენტს ეფექტური საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო. ასევე, ეკონომიკის ზრდის და სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა, რაც სამომავლოდ წაადგება ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

