პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.

საკითხი პარლამენტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ წარადგინა.

 მისი თქმით, მომავალ წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი  26 მილიონ 906 ათასი ლარით განისაზღვრა.  რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, უწყების ბიუჯეტი 2026 წელს 43  მილიონ 745ათასი ლარი იქნება.

აღნიშნული საკითხი სხდომამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.