პარლამენტი დღეს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს დაამტკიცებს.

პრიორიტეტულ მიმართულებებად ჯანდაცვის, სოციალური, კულტურული და სპორტის სფეროები სახელდება. შესაბამისად, გაიზრდება მათი დაფინანსება.

კანონმდებელთა შეფასებით, ბიუჯეტის პარამეტრები დადებითია, რაც ეკონომიკური ზრდის დამსახურებაა, რომელიც, მათივე თქმით, 2026 წელსაც შენარჩუნდება.

„ნაერთი ბიუჯეტი მატულობს 3 მილიარდ 800 მილიონით და ხდება 36 მილიარდ 300 მილიონი. ხარჯვითი ნაწილი მატულობს 3 მილიარდით და ხდება თითქმის 31 მილიარდი. მატულობს ხელფასები, პენსიები, ჯანდაცვის პროგრამები“, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.