პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა ანალიზი, რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაზაფხულის ეკონომიკურ პროგნოზებზე: ევროკავშირის, კანდიდატ და სხვა ქვეყნებისათვის.

დოკუმენტი 244-გვერდიანია. გამოყოფილია ოთხი ძირითადი ეკონომიკური პარამეტრი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას. ესენია: ეკონომიკური ზრდის ტემპი; მთავრობის ვალის სიმცირე ეკონომიკასთან მიმართებაში; დაბალი ინფლაცია; ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ევროპული კანონმდებლობით 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს;

„ყველა ამ მაჩვენებლებით, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ, კანდიდატ თუ სხვა ქვეყნებს შორის. მთავარია, ქვეყანამ ეს ტემპი შეინარჩუნოს, რათა უახლოეს წლებში ცხოვრების დონით დაეწიოს აღმოსავლეთ ევროპის და შემდგომ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებს“-აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე.