„ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისათვის. სხვა პროგრამებთან ერთად, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი  ყველაზე მასშტაბური პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომელიც ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს და ამ პროგრამის ფარგლებში  46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია  6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ  თითქმის 1 მლრდ  ლარი შეადგინა."- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში  სიტყვით გამოსვლის დროს. 

" შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დაწყებამდე, ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგროსესხების პორტფელი 56 მლნ ლარს შეადგენდა, დღეს კი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აქტიური პორტფელი ოცჯერ მეტს - 1.2 მლრდ ლარს შეადგენს" - განაცხადა ოთარ შამუგიამ.