კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მორიგი დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მ/რ-ის N23-24 და N29 კორპუსების მიმდებარედ მიმდინარეობს.

თითოეული სივრცის ფართობი 1400 კვ. მ-ს მოიცავს. ტერიტორიები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, მოეწყობა რამდენიმე ზონა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის და ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.