ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოებისას კიბის მოპირკეთების და მოაჯირის გარდა, ასევე განათების ქსელი ეწყობა. საერთო სარგებლობის კიბის განახლება მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიის მცხოვრებლებისთვის, რადგან ის ფეხით მოსიარულეთათვის საკმაოდ დიდ მანძილს ამცირებს. 

ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურასა და სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში მიმდებარედ არსებული დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის მიზნით, ტერიტორიის დაპროექტების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოქალაქეები პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.