ნიდერლანდები უკრაინას 80 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, რაც ძირითადად F-16 ავიაგამანადგურებლებს მოიცავს - განცხადება ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა "რამშტაინის" ფორმატის შეხვედრაზე გააკეთა.

აგვისტოში უკრაინამ ნიდერლანდებისგან უკვე მიიღო დაპირებული F-16-ების პირველი პარტია, თუმცა რამდენი, ამაზე კონკრეტული ცნობები არ გავრცელებულა.

კიევი ასევე მიიღებს სათადარიგო ნაწილებსა და მასალებს სწორედ F-16-ებისთვის, გენერატორებს, მცირე ზომის მანქანებს და სხვადასხვა საჭირო ხელსაწყოებს შეიარაღების შესაკეთებლად. 

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამხედრო დახმარების დეტალები არც ამჯერად კონკრეტდება.