National Geographic საქართველოს ახალი ნომერი მოგვითხრობს რეგიონზე, სადაც ნახშირბადის შთამნთქმელი 344 მილიარდი ხე ხარობს, სადაც დედამიწის სახეობათა 10% ბინადრობს და უკვე ათასობით წელია ეს ადგილი ითვლება ბიომრავალფეროვნების სამოთხედ. 

ეს ამაზონია. მის გარეშე ჩვენი პლანეტა სხვაგვარი იქნებოდა. უნიკალური ფოტოებითა და ილუსტრაციებით მოთხრობილი ამბები გამოგზაურებთ ანდების მწვერვალებიდან ატლანტის ოკეანემდე. ჟურნალის ამ ნომერში გამოქვეყნებულ მასალას National Geographic Society წარმოგიდგენთ Rolex-თან პარტნიორობით – National Geographic-ისა და Rolex Perpetual Planet-ის პროექტის, „ამაზონის ექსპედიციის“ ფარგლებში.

National Geographic საქართველო შეგახვედრებთ ამაზონის ექსპედიციის მკვლევრებს და ფოტოგრაფს, რომელმაც 400 დღე გაატარა პლანეტის ამ ულამაზეს მხარეში. მეცნიერები კი, ბოლივიის მაღალმთიანეთში,  გამოუკვლეველი ლანდშაფტის შესწავლას იწყებენ, სადაც ბროლივით ანკარა მდინარე “სეკურე” იღებს სათავეს. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ მათი წინაპრები იქ არასოდეს ნადირობდნენ ან თევზაობდნენ.

რუბრიკაში საქართველოს ევროპული ისტორია წარმოგიდგენთ ერთ საინტერესო რუკას და თქვენ შეიტყობთ, რა კავშირი შეიძლება იყოს შავიზღვისპირეთსა და ამაზონს შორის.

შემეცნებითი ჟურნალი „National Geographic საქართველო“ ქართულ ენაზე სილქნეტის მხარდაჭერით გამოიცემა 2012 წლიდან. ექსკლუზიურ ფასად უახლესი ნომრების შეძენა შესაძლებელია თბილისში, კომპანიის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14; ასევე, სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, ფასდაკლებით მიიღებს ყოველ ახალ ნომერს, ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.