საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, 100%-იანი დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას ქმნის.
ამ მიზნით, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა პროგრამები, რომლებიც მონაწილეებს სწავლის საფასურის სრულად დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს ბანკის სტიპენდიები ადგილობრივ უნივერსიტეტებში
საქართველოს ბანკი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის 23 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის პირობების გასაცნობად ეწვიეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიების გვერდს.
გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია მომავალიარქიტექტორებისთვის
საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიაარქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების სტუდენტებს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ოთხ პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღება შეუძლიათ.
პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
AI სტიპენდია გოგოებისთვის
ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისთვის სპეციალური AI სტიპენდია შექმნა. პროგრამა მონაწილეებს მომავლის ტექნოლოგიების შესწავლას და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში - ახალი უნარებისა და შესაძლებლობებისთვის
იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 20-მდე პარტნიორ აკადემიაში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია მალე დაიწყება. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთპროგრამის გვერდს.
საქართველოს ბანკის სტიპენდია მოსწავლეებისთვის პროფესიულ აკადემიებში - შეისწავლეთ თქვენთვის საინტერესო მიმართულება სრული დაფინანსებით
პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიებსა და ახალ უნარებს. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი კურსი ბანკის პარტნიორ აკადემიებში და მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება. მიმართულებები მოიცავს ვებ პროგრამირებას, გრაფიკულ და UI/UX დიზაინს, IT პროექტების მართვას, პროგრამირების საფუძვლებს, ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა საინტერესო სფეროებს. დეტალური ინფორმაციისა და განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ვებგვერდს.
TUMO ქუთაისი - ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისშიTUMO-ს ცენტრი გაიხსნა, რომელიც 12-18 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ცოდნა ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიის მიმართულებით, 11 კურსიდან ერთ-ერთზე. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა.TUMO ქუთაისში უკვე 600-მა ახალგაზრდამ დაიწყო სწავლა.
თბილისის წიგნის დღეები - ცოდნა წიგნებიდანიწყება
განათლება მხოლოდ ფორმალურ სწავლებას არ გულისხმობს. ახალი იდეების აღმოჩენა, განსხვავებული პერსპექტივების გაცნობა და ახალი სამყაროების აღმოჩენა წიგნებითაც შეიძლება.
სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Expo Georgia-ში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ღონისძიება მკითხველებს წიგნებისა და ახალი იდეების გარშემო გაერთიანების შესაძლებლობას აძლევს.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თბილისის წიგნის დღეების გვერდს.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. დამატებითი ინფორმაციისა და სხვა შესაძლებლობების აღმოსაჩენად ეწვიეთვებგვერდს ganatleba.bog.ge.