საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ  წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის და აზერბაიჯანის ღვინოებსაც შეაფასებენ.  კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

ჟიური, რომელიც წელს ღვინის წარმოდგენილ ნიმუშებს შეაფასებს, უკვე ცნობილია. აღსანიშნავია, რომ უცხოელი მსაჯების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება,  ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერიუხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო მსაჯები - ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო - 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ლუკ ჰარბორი - უფროსი სომელიე The Pig Hotel-დან, ზარა სერობიანი - ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი - ღვინის ექსპერტილონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

„დღესდღეობით ღვინის დაწურვის უძველესი ტექნიკები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ხალხს უყვარს ღვინო მინიმალური ჩარევებით, დაბალი სულფიტებით, ნატურალური ყურძნით და ეს ყველაფერი სწორედ რომ ქართულ ღვინოშია თავმოყრილი. მე მჯერა, რომ საქართველოს ექნება დიდებული მომავალი ღვინის ინდუსტრიაში, არა მხოლოდ ისტორიის გამო, არამედ წარმოებული ღვინოების ხარისხის გამო. უკეთესი ქვევრის ღვინო საქართველოს გარეთ არასდროს გამისინჯავს! შარშან მე აღმოვაჩინე ქართული ღვინის ხარისხი და მრავალფეროვნება,გასაოცარია თუ რამხელა პოტენციალი შეიძლება ჰქონდეს ასეთ პატარა ქვეყანას. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთი მწარმოებლები, რომლებმაც მედალი ვერ მიიღეს, თუმცა მე მჯერა, რომ გაითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც IWSC-ს ჟიურიმ მივეცით და წელს წარდგებიან ბევრად უფრო გაუმჯობესებული გემოებით,“ - აღნიშნავს სალვატორე კასტანო, რომელიც წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს წელს მეორედ შეაფასებს.

„მსურს ვიპოვო საქართველოს განსაკუთრებული გემო, მოუთმენლად ველი მის აღმოჩენას. ღვინისინდუსტრიის ბუნებრივმა განვითარებამ და მისმა ისტორიამ ქართულ ღვინოს გარკვეული სტატუსი მიანიჭა, თუმცა, მაინტერესებს, დარჩება თუ არა ის ავთენტურობისა და ძირძველ მემკვიდრეობის ჩარჩოებში, თუ უარს იტყვის თავის უნიკალურ მახასიათებლებზე კომერციული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. საქართველოში კლიმატი ძალიან მრავალფეროვანია. მშრალი აღმოსავლეთი ერწყმის გრილ და ნოტიო დასავლეთს, რასაც ემატება კავკასიის მთების ჰავა და ათასობით მდინარე, ეს ყველაფერი ღვინის გასაოცარ გემოებს ქმნის. დარწმუნებული ვარ ქართული ღვინოს არ ექნება კლასიკური დასავლურ ევროპული გემო, ამიტომ ველოდები მარტივ, თუმცა ავთენტურ გემოებს. ვფიქრობ, ღვინოებს ექნებათ ალკოჰოლის მაღალი დონე და მკვეთრი სურნელი,“ - აღნიშნავს უფროსი სომელიე მელანია ბეტისტონი.

ყველას უყვარს ისტორია, საქართველო კი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანი, მდიდარია ამ ისტორიით. საქართველო მდიდარი და მომხიბვლელი ტრადიციების მატარებელია, თუმცა მისი ღვინო ინოვაციური და განსხვავებულია. ტრადიციებისა და ინოვაციების ტანდემი კი თანამედროვე მომხმარებლისთვის გადაწყეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ქართული ღვინო ასევე კარგად ერწყმის კვების კულტურას, რომლის მოთხოვნა მსოფლიოში კიდევ უფრო იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთში ღვინის ბაზარი საკმაოდ დატვირთულია, თანამედროვე მომხმარებლისთვის ქართული ღვინო მაინც წარმოადგენს ინტერესის სფეროს. გლობალურ მარკეტზე პოზიციების გასამყარებლად საჭიროა მსუყე ფორტფელის შექმნა, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ჯილდოებსა და კონკურსებს, რომელშიც მონაწილეობა მიუღიათ,“ - ქართული ღვინის უნიკაურობასა და ქართველ მეღვინეებთან პოტენციურ თანამშრომლობაზე საუბრობს დევიდ კერმოდი.

ცნობისათვის, ღვინის საერთაშორისო კონკურსი, IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს. საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,  ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.