მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ სახელმწიფოდ კვლავ ფინეთი დასახელდა. ამის შესახებ CNN-ი World Happiness Report-ის ყოველწლიურ რეიტინგზე დაყრდნობით წერს.

ფინეთი რეიტინგის ლიდერი ზედიზედ მეექვსედ გახდა. პირველ ათეულში ასევე შევიდნენ: დანია, ისლანდია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ისრაელი, ლუქსემბურგი და ა.შ. საქართველო რეიტინგში 90-ე ადგილზეა.

რეიტინგის შედგენისას ექსპერტები ითვალისწინებენ ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, სოციალური მხარდაჭერა, კორუფციის დონე, მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური სისტემების მუშაობის ხარისხი, თავისუფლების ხარისხი და სხვა.