ხალხის ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, „პოსTV-ის“ ეთერში, გიორგობის დღესასწაულსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ამ დღის სულ სხვა მიზეზით აღნიშვნაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ პარტიისთვის, რელიგიურ დღესასწაულზე უფრო მნიშვნელოვანი ძალაუფლების ხელში ჩაგდების 19-წლისთავია.

„მაშინ, როდესაც მთელი საქართველო გიორგობას აღნიშნავს; პატრიარქი, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, როგორი მოწიწებითაა მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ და არა მარტო მართლმადიდებელი, სხვა კონფესიის წარმომადგენლები როგორი პატივისცემით არიან ჩვენი ეკლესიის მიმართ, შეხედეთ, დღევანდელ მილოცვაში ვინ გამოჩნდნენ! ადამიანები, რომლებიც 19 წლის წინ „ვარდების რევოლუციას“ გულშემატკივრობდნენ. ეს ადამიანები „ვარდების რევოლუციას“ აღნიშნავენ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.