ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. აზერბაიჯანის დედაქალაქში მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნულ ფორმატში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის.

სამხრეთის გაზის დერეფანი იმის ნათელი მაგალითიათუ რას შეგვიძლია მივაღწიოთ ერთობლივი ძალისხმევითამ დერეფანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ენერგოუსაფრთხოება და დივერსიფიკაციასაქართველო ამაყობსრომ ამ პროცესში საიმედო სატრანზიტო ქვეყნის როლში მონაწილეობსსაქართველომ დაამტკიცარომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეადაასევე,  სტრატეგიული პარტნიორობისა დაყველა ჩართულ მხარეს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთგულია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნასაქართველო მდებარეობს რა მსოფლიოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე, მომხმარებელ და მიმწოდებელ ქვეყანათა გადაჯაჭვული ინტერესების ეპიცენტრშიამინისტრის შეფასებითაღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსროგორც საიმედო პარტნიორის როლსმარიამ ქვრივიშვილმა ასევეგანსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჩვენიქვეყნის როლზე ენერგეტიკულიდივერსიფიკაციის პროცესში

ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია,  „ხიდის“ ფუნქცია შეასრულოს არა მხოლოდ ეკონომიკურპოლიტიკურსოციალურ და კულტურულ ჭრილშიარამედ ენერგეტიკის სფეროშიცჩვენი ქვეყნის გავლით ტრანსპორტირებულ ბუნებრივ აირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისოგანსაკუთრებით კიევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვისსაქართველომ უკვე გამოავლინა ურყევი მხარდაჭერა რეგიონული სატრანზიტო ინიციატივების მიმართენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და სტაბილურობის მნიშვნელობის გათვალისწინებითმიზანშეწონილიაგანვიხილოთ საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა და მივესალმოთ თანამშრომლობის ნებისმიერ წინადადებასრომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ სექტორში ჯანსაღიმდგრადი გარემოს შექმნას და დააკმაყოფილებს მოქალაქეების საჭიროებებს რეგიონში თუ მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნაღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში დენ იორგენსენმა

მინისტერიალსა და მის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და თამარ იოსელიანმაასევე საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ.