"ენერგოუსაფრთხოება საქართველოსთვის კვლავ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ მივიღეთ ენერგეტიკული სექტორის განვითარების ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ათწლიანი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანი მკაფიოა - 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი გახდეს სრულიად თვითკმარი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე  სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა მინისტერიალის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების შესაძლებლობები და ამ მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.  მინისტრის ინფორმაციითსაქართველოს მთავრობის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად დადგმული გენერაციის სიმძლავრე 2,5-ჯერგაიზრდება და დაახლოებით 11500 მეგავატს მიაღწევსამასთანმნიშვნელოვნად გაიზრდება ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტის პოტენციალიხოლო იმპორტი ნულამდე შემცირდებაროგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნაეს ტრანსფორმაცია შესაძლებელია ახალი გენერაციის ობიექტებისასევე გადამცემ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციების მეშვეობითმათშორის ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირებით

მსურსხაზი გავუსვა ორ რეგიონულ ფლაგმანურ პროექტსშავი ზღვის წყალქვეშა კაბელი დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს 1300 მეგავატიანი წყალქვეშა გადამცემი ხაზითრაც ევროპაში სუფთა ელექტროენერგიის ექსპორტს გახდის შესაძლებელსპარალელურად, აზერბაიჯანთანრუმინეთსა და უნგრეთთან ერთადჩვენ ვავითარებთ მწვანე ენერგიის დერეფანსრომელიც მოიცავს ფართომასშტაბიან ელექტროენერგიის ინტერკონექტორს და მწვანე წყალბადის კომპონენტსეს პროექტები არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურა და წარმოადგენს დივერსიფიკაციისდეკარბონიზაციისა და გრძელვადიანი მდგრადობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთანსიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნარომ განახლებადი ენერგია საქართველოს სტრატეგიის ქვაკუთხედიამომდევნო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში იგეგმება 6700 მეგავატზე მეტი განახლებადი სიმძლავრის დამატებარაც მოიცავს ჰიდროქარისა და მზის ენერგიასმინისტრის შეფასებითსტრატეგიული ჰიდროენერგეტიკული პროექტები გადამწყვეტ როლს შეასრულებს არამხოლოდ მოთხოვნის დაკმაყოფილებაშიარამედ სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და ცვალებადი განახლებადი ენერგიების ინტეგრაციაში.

ჩვენ ასევე ვატარებთ მნიშვნელოვან რეფორმებს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლადპარალელურად, აქტიურად ვნერგავთ ინოვაციებსაზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერითწინ მივიწევთ ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებისა და წყალბადის გადაწყვეტების მიმართულებითასევე ვახდენთ ჭკვიანი და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას ჩვენს ენერგოსისტემაშისამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის როლს მსგავსი მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტების განვითარებისას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა

მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და თამარ იოსელიანმაასევე საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ.