„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2026 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, გააგრძელებს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას.
მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2020-2021 წლებში იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.