სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.84 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები 20.9 პროცენტiთ მომატებულია თევზეულზე, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.1 პროცენტით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 7.0 პროცენტით, ხილი და ყურძენი – 6.5 პროცენტით. ზეთი და ცხიმი 6.1 პროცენტითაა გაძვირებული, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 6.0 პროცენტით. ყავა, ჩაი და კაკაო 5.4 პროცენტით გაძვირდა, რძე, ყველი და კვერცხი – 4.1 პროცენტით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები კი 1.5 პროცენტითაა გაძვირებული.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ფასები -7.0 პროცენტითაა შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (22.7 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (9.3 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფში ფასები მომატებულია 7.0 პროცენტით, რაც 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.
ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (10.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (5.9 პროცენტი) და ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (4.6 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელების, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.46 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (8.1 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა – მოცემულ პერიოდში ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7.7 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4 პროცენტი).

