„ლიბერთი ბანკი“ სათავო ოფისში ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ დღეს, 3 მარტს „ლიბერთი ბანკის“ სათავო შენობაში დაფიქსირდა ხანძრის შემთხვევა. ცეცხლი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტაში. ხანძრის აღმოჩენა და ლოკალიზაცია მოხდა ადრეულ ეტაპზე, ოპერატიულად და შესაბამისი სამსახურების დროული რეაგირების შედეგად. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის. ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. საჭიროების შემთხვევაში საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით“, – ნათქვამია „ლიბერთი ბანკის“ განცხადებაში.

"ლიბერთი ბანკის" სათავო ოფისში ხანძარი მოხდა - დაიწვა 18-სართულიანი სატვირთო ლიფტის შახტი