დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, გადაიდგმება სამომავლო ნაბიჯები ბიზნესთან კოორდინაციაში.
„დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ სამომავლო ნაბიჯებსაც გადავდგამთ ბიზნესთან კოორდინაციაში. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი საბოლოო ჯამში და ამაში გადავიხადოთ საბაზრო ფასი - არც მეტი, არც ნაკლები“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

