„საქართველოს ეკონომიკური ზრდა განპირობებულია მკაცრი ფისკალური პოლიტიკითა და კონსოლიდაციით, ასევე ძლიერი სტრუქტურული რეფორმებით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბანკი „ქართუსა“ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციის ორგანიზებით გამართულ 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ფინანსთა მინისტრმა თავის პრეზენტაციაში დეტალურად ისაუბრა ქვეყნის უახლესი მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შესახებსხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს წამყვან პოზიციებზესარეიტინგო კომპანიების შეფასებებსა და ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების მიმართულებით მიღწეული პროგრესის თაობაზე.  

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნაუკანასკნელ წლებშისაქართველომ შეძლო მდგრადობის შენარჩუნება სხვადასხვა შოკის მიმართ და გამოავლინა ფისკალური სტაბილურობა.  

ბოლო ათწლეულის საშუალო ეკონომიკური ზრდა 5% იყოხოლო ბოლო 5 წლის განმავლობაში – 9.3%; საშუალო ვადიანი პროგნოზი 5%-ის დონეზეა;

ერთ სულ მოსახლეზე მშპ მნიშვნელოვნად გაიზარდა და მსყიდველუნარიანობის პარიტეტით 31 000 დოლარს მიაღწია;

ეკონომიკის სტრუქტურა მეტად გახდა სერვისებზე ორიენტირებული  (საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიტურიზმიგანათლება), ტრადიციულ სექტორებთან ერთად”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა

მან ასევეყურადღება გაამახვილა მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზერომელთა შორისააკაპიტალის ბაზრისსახელმწიფო საწარმოების რეფორმებიეფექტიანი საგადასახადო ადმინისტრაციაენერგოუსაფრთხოებადაკავშირებადობის გაძლიერება და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

ფისკალურ სექტორში არსებულ ვითარებასა და ვალის მართვის მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისასლაშა ხუციშვილმა აღნიშნარომ ფისკალური დეფიციტი 2020 წლის 9.2%-დან 2022 წელს შემცირდა 3%-მდეხოლო 2025 წელს - 1.4%-მდევალის მაჩვენებელმა მშპ-სთან მიმართებით შეადგინა 34%-მდერაც მნიშვნელოვნად დაბალია 60%-იან ზღვარზე

როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადასაგარეო ვალის 93% წარმოადგენს შეღავათიან სესხებს საერთაშორისო და ორმხრივი ინსტიტუტებისგანმისი თქმითგანსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასფასიანი ქაღალდები გამოიცემა ყოველთვიურადრაც ზრდის ბაზრის პროგნოზირებადობას

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნამიმდინარეობს ახალი ინსტრუმენტების შემუშავება არარეზიდენტი ინვესტორებისთვის ბაზარზე წვდომის გასამარტივებლადმისი თქმითეკონომიკის ზრდასთან ერთადსაქართველო აქტიურად გამოიყენებს საერთაშორისო ბაზრებს ცნობადობის გაზრდისა და პოზიციონირების გასაუმჯობესებლად

 გამოსვლის დასასრულსფინანსთა მინისტრმაკიდევ ერთხელგაუსვა ხაზი ფისკალური დისციპლინის მნიშვნელობას გრძელვადიანი მდგრადობისთვის დაფინანსთა სამინისტროს მტკიცე ერთგულებას მკაცრი ფისკალური პოლიტიკის მიმართსაქართველოს ეკონომიკური განვითარებისადა მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.