ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) დირექტორთან, ჰოლგერ ფლორკემეიერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს ტექნიკური თანამშრომლობის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ფისკალური პოლიტიკის და მათთან დაკავშირებული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების  მიმართულებით. 

ასევე, ხაზი გაესვა ფინანსთა სამინისტროს როლს, აღნიშნული მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის პროექტებში. 

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი, ასევე, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი.