აშშ-მა ირანის სანავთობო სექტორს სანქციები დაუწესა იმის საპასუხოდ, რომ ირანმა 1 ოქტომბერს ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ახალი სანქციების მიზანია ირანზე საფინანსო ზეწოლის გაძლიერება და ირანის მთავრობის შესაძლებლობის შეზღუდვა, მოგება ნახოს ნავთობის გაყიდვით, ხოლო მოგებული თანხები გამოიყენოს რეგიონში სტაბილურობის ხელშესაშლელად და აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასასხმელად, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა განაცხადა, რომ „აშშ უყოყმანოდ მიიღებს შემდგომ ზომებს, რათა ირანს პასუხი აგებინოს“.