„ის სამყარო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 20 წლის განმავლობაში იყო, იყო პოლარული, მანამდე იყო ბიპოლარული. ორი პოლუსი იყო - საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები. მაშინ აბსოლუტურად სხვა ტექნოლოგიები და სხვა პარადიგმა მუშაობდა. - ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა გადაცემაში "იმედი LIVE"- ში განაცხადა.

"როდესაც იყო ორპოლარული მსოფლიო, მე არ მსმენია ისეთი სიტყვები, როგორიც არის გლობალიზმი, ლიბერალიზმი. ეს შეიქმნა ერთპოლარულ სამყაროში. იქ გადაწყდა, რომ მათ უნდა მოახდინონ გავლენა დანარჩენ სამყაროზე, შექმნან გავლენის ინსტრუმენტები, ვთქვათ, დემოკრატია დამკვიდრდეს ამ ქვეყნებში, ეკონომიკის გლობალიზაცია მოხდა იმიტომ, რომ ეს ქვეყნები უნდა გამდიდრებულიყვნენ, იქ ასე მიაჩნდათ, რომ თუ ეს ქვეყნები გამდიდრდებოდნენ, იქ დემოკრატია დაიმკვიდრებდა თავს. ეს აღმოჩნდა შეცდომა. მაგალითად ჩინეთში, რუსეთში - ეს ქვეყნები გამდიდრდნენ, დარჩნენ იმ პოლიტიკურ სივრცეში, როგორშიც მათ მიაჩნიათ სწორად ცხოვრება, მაგრამ ამ სიმდიდრემ მათ შეუქმნა უზარმაზარი ამბიციები, რომლებიც დღეს ამოსულია ზედაპირზე და ახლა ამ ამბიციებს ებრძვის შეერთებული შტატები.

ეს გავლენის ინსტრუმენტი არის ე.წ. არასამთავრობო სექტორი. აქ არის მთელი რიგი ორგანიზაციებისა, რომლებიც ამას ემსახურებიან - როგორ უნდა მოახდინონ გავლენა პატარა ქვეყნებზე, როგორ უნდა გამორეცხონ მოქალაქეების ტვინი, რომ არ ჰქონდეთ კუთვნილება, რელიგიური... ეს ყველაფერი უნდა გამოირეცხოს ტვინებიდან, რომ იყოს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მარტივად იმართება. ამას ემსახურება ეს ინსტრუმენტები. როდესაც ჩვენ შევეხეთ [გამჭვირვალობის] კანონის სახით ამ ინსტრუმენტებს, ამან გამოიწვია უზარმაზარი რეაქცია.
დღეს უკვე როგორც ჩანს, უკრაინის ომმა რადიკალურად შეცვალა მდგომარეობა. არ ვიცით როგორ დამთავრდება. ღმერთმა ქნას მშვიდობით დასრულდეს, მაგრამ უკრაინის კონფლიქტი, ჩემი აზრით, ისევ შეცვლის სამყაროს და ალბათ უფრო მრავალპოლარული სამყაროსკენ წავა. ამ მოცემულობას ვერაფერი შეცვლის. აქ ისევ დაიწყება გადაწყობის ტექნოლოგიები და აქ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ადგილი“, - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.