ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 4 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა დაახლოებით 9,5 პროცენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

„რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ იანვარში გვქონდა 11,1 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი წინასწარი პროგნოზი არის სულ მცირე 6 პროცენტი, თუმცა იცით, რომ ბიუჯეტში ასახულ მაჩვენებელს ყოველთვის მნიშვნელოვნად ვასწრებთ ხოლმე, შესაბამისად, წელსაც ველოდებით, რომ 6-პროცენტიან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გავასწრებთ. ეკონომიკურ კრიზისს ხედავთ, გერმანიას ზედიზედ 2 წელი აქვს რეცესია, ეკონომიკური ვარდნა. 11 პროცენტის პირობებში რომ ლაპარაკობ ეკონომიკურ კრიზისზე, როცა გერმანიას აქვს ზედიზედ 2 წელი ეკონომიკური ვარდნა, არ ვიცი. პირველ ადგილზე ვართ ფართო რეგიონსა და ევროპაში ეკონომიკური ზრდის 4-წლიანი მაჩვენებლით. საშუალო ზრდა გვქონდა 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 9,5 პროცენტი“, - განაცხადა პრემიერმა.